გაკვეთილის მთავარი თემა
|
მუსიკალური ანბანი-ინტერვალები
|
სწავლების საფეხური
|
V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
23 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
|
სანოტო ანბანის შესწავლის შემდეგ,მოსწავლე ინტერვალების გაცნობით გაიგებს მუსიკალური ნაწარმოების აგებულებას,იმას რომ მელოდია რომელსაც ისმენს,ან მუსიკალური ნაწარმოები რომელსაც ასულებსლებს შედგება როგორც მუსიკალური ბგერებისაგან,ასევე
ინტერვალებისაგან,რის სემდეგაც
შეისწავლიან აკორდებს,რომლებიც წარმოადგენენ რამდენიმე ინტერვალის ერთობლიობას.
|
მუსიკალური ლექსიკური მარაგის გაფართოება-ახალი ტერმინების გაცნობის შესწავლა,ინტერვალების სიმღერა
| |
წინასწარი ცოდნა
|
სანოტო სისტემა,მუსიკალური ბგერები,ტონი და ნახევარი ტონი,ოქტავა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,სანოტო რვეული,ინსტრუმენტი.ფორტეპიანო სლაიდი..https://drive.google.com/open?id=0B_gab2K0I-vFOXIwUGphY09XS00
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები 2 წთ.
A ფაზა აქტივობა l (15 წთ)
მასწავლებელი მოსწაავლეებს სთავაზობს გაიხსენონ,რისგან შედგება კლავიატურა,რა მანძილითაა დაშორებული ბგერები კლავიატურაზე, რამდენი ტონისაგან შედგება ოქტავა და აჩვენებს წინასწარ მომზადებულ სლაიდს,მოსწავლეები გაიხსენებენ განვლილ გაკვეთილებზე ნასწავლ მასალას;-თუ რა მანძილია ერთმანეთის გვერდით მდებარე და ერთმანეთისაგან დაშორებულ კლავიშებს შორის.მასწავლებელი გაახსენებინებს ასევე მაძილის საზომ ერთეულებს,გაკვეთილებს შორის შესვენებაზე გაამახვილებინებს ყურადღებას.
b ფაზა აქტივობა ll (22 წუთი)
ტერმინის,ინტერვალის, განმარტებისათვის მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ დიდი ფორმატის ქაღალდზე დახატულ ფორტეჰიანოს კლავიატურაზე,სთხოვს ერთერთ მოსწავლეს,გამოვიდეს დაფასთან და სხვადასხვა ფერის წებოვანო ქაღალდი მიაკრას ბგერას ,,დო,, მასწავლებელი სთხოვს მეორე მოსწავლეს იგივე წესით მოძებნოს ბგერა ,,დო,, და ბგერა ,,რე,, გაგრძელდება აქტივობა ოქტავის რვავე ბგერაზე.
მასწავვლებელი ინსტრუმენტზე უკრავს ბგერებს იგივე თანმიმდევრობით,რა თანმიმდევრობითაც მოინიშნა ფორმატზე; დო-დო, დო-რე, დო-მი, დო-ფა,დოსოლ,დო-ლა, დო-სი,დო-დო.იყენებს წინასწარ მომზადებულ სლაიდებს და სთხოვს მოსწავლეებს იმღერონ ეს თანმიმდევრობა.
აქტივობა lll
მასწავლებელი მას შემდეგ,რაც განმარტავს ინტერვალებს,სთხოვს მოსწავლეებს სამუშაო რვეულში შეასრულონ დავალება დაწერონ ყველა ინტერვალი ბგერა ,,დო,,-დან.მასწავლებელი ადგილზე მისვლით ამოწმებს მოსწავლეების ნამუშევარს,აძლევს საშუალებას,რომ გაურკვევლობის შემთხვევაში დასვან კითხვები.
აქტივობა lv
მას შემდე,რაჩ მოსწავლეები გაარკვევენ ინტერვალებს საყრდენი ბგერა ,,დო,,-დან ,მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას ააგონ ინტერვალები დანარჩენი ბგერებიდან.
c ფაზა (გამთლიანება)-6 წთ
მასწავლებელი ახდენს გაკვეთილის შეჯამებას
|
Thursday, June 9, 2016
ინტერვალები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment